მაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვარშალომიძემ სააკაშვილისგან მიიღო დავალება, რათა ბათუმში სამხედრო დაჯგუფებები შექმნას, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
წითელაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი პოლიტიკური ლიდერების პარტიიდან გასვლით, რეიტინგი ვერ აიმაღლა, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მეორე გეგმაზე გადავიდა, რომლის თანახმად, ლევან ვარშალომიძემ ბათუმში შეიარაღებული დაჯგუფებები უნდა შექმნას და საარჩევნოდ არეულობა მოაწყოს.
„მაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვარშალომიძემ სააკაშვილისგან მიიღო დავალება, რათა ბათუმში სამხედრო დაჯგუფებები შექმნას. ამავდროულად, უნდა აწარმოოს სხვარეგიონებში ყოფილ ზონდერებთან მოლაპარაკებები და მოიყვანოს სრულ საბრძოლომზადყოფნამდე.
3 დღის წინ ვარშალომიძე 10-კაციან ჯგუფს შეხვდა და მათ მისცა დავალება, ყველა რეგიონში შეიქმნას შეიარაღებული დაჯგუფებები. ისინი დაიწყებენ ბათუმში არეულობას.
ამავდროულად სააკაშვილმა კალანდაძეს, გენშტაბის ყოფილ უფროსს, დაავალა მოამზადოს 25-კაციანი ჯგუფი უკრაინაში და გაიარონ წვრთნები, რათა გააძლიერონბათუმში შექმნილი ფორმირებები“,– განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.
სამხედრო ექსპერტი მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს, შს სამინისტროს და პრემიერს, კონტროლზე აიყვანონ ბათუმის მიმართულება და „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მოქმედებები, „რათა საფრთხეები თავიდან იყოს აცილებული”.