ესპანეთის გრან-პრიზე სანდრო ამინაშვილმა დავით მარსაგიშვილთან ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებით რიოს ოლიმპიური საგზური საბოლოოდ გაინაღდა. ინფორმაციას ამის თაობაზე ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს.
“ესპანეთის გრან-პრიზე სანდრო ამინაშვილმა დავით მარსაგიშვილთან ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებით საბოლოოდ გაინაღდა რიოს ოლიმპიური საგზური, დავით მარსაგიშვილს კი მომავალ წარმატებას ვუსურვებთ.
მწვრთნელების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ამინაშვილი ესპანეთის გრან-პრიზე აღარ გააგრძელებს ასპარეზობას, ველოდებით ბერძნულ-რომაული ნაკრების გამოსვლას რომელიც ჩვენი დროით18:00 საათზე დაიწყება.”
კომენტარები