“აფხაზეთის ხმა“ რადიოწამყვან მერსი სულხანიშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
რადიოს ინფორმაციით, მერსი სულხანიშვილი მსმენელების მოთხოვნის საფუძველზე, რადიოეთერიდან დროებით მოიხსნა.
“ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით თქვენი, ანუ ჩვენი მსმენელების ერთგულნი. ძალზედ ბევრი შეტყობინება მივიღეთ თქვენგან, ყველაზე შესაბამისად სათითაოდ პასუხს ვერ გაგცემდით, ამიტომაც ამ პოსტით გვინდა გაცნობოთ რომ თქვენივე კატეგორიული მოთხოვნის შესაბამისად ვითარების გარკვევამდე (მერსი სულხანიშვილი) რადიო ეთერიდან მოხსნილია“, – ნათქვამია განცხადებაში.
მერსი სულხანიშვილის ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია თუ როგორ ეკამათება ტელეწამყვანი სუპერმარკეტ „ნიკორას“ კონსულტანტს, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.
კომენტარები