იტალიაში სარკინიგზო კატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა.
ბარის პროვინციაში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა.
წინასწარი მონაცემებით, ავარიას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით მგზავრი კი დაშავებულია.
გამოძიების ინფრომაციით, ორივე მატარებელი ერთ სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობდა, თუმცა რა მიზეზით მოხდა შეჯახება, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
კომენტარები