“ომეგას საქმეზე” გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ჩანაწრების ერთ ერთი სავარაუდო ფიგურანტი ვანო ჩხარიტშვილი პროკურატურამ გამოკითხა. ჩხარიტშვილი საგამოძიებო უწყებაში შაბათს იმყოფებოდა. ამის შესახებ კი მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს:
“ვანო ჩხარტიშვილი გამოიკითხა და ითხოვს ზაზა ოქუაშვილის მიმართ სისხლის სამართლოს საქმის აღძვრას. სავარაუდოდ ეს არის უკანონო ჩაწერა. თქვა, რომ ეს არის მონტაჟი და ასევე თქვა, რომ დაადგინონ სად მოხდა დამონტაჟება და მისცენ პასუხისგებაში ის პირები. ეს არის მონტაჟი (გავრცელებული ფარული ჩანაწერები). ვატარებთ ექსპერტიზას, 2 კვირაში იქნება პასუხი, საქართველოში არ ვატარებთ. პასუხი რომ დაიდება, მერე ჩვენ გადავალთ შეტევაზე და ცუდ დღეში აღმოჩნდება ის ხალხი” – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი “იბერიასთან” საუბარში.