2 ოქტომბრამდე საქართველოში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 28 სექტემბერს +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო შემდეგ დღეებში 4 – 5 გრადუსით მოიმატებს.
თბილისში 29 -30 სექტემბერს +26, +28 გრადუსი იქნება. 1 ოქტომბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი.
კომენტარები