საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ სებასტიენ ლეკორნიუს ტყის ხანძრებისას დაზარალებულ ჟირონდის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტ ლე-პორჟში ვიზიტისას სტვენით შეხვდნენ. როდესაც პრემიერის ავტომობილმა მერიასთან შეკრებილი ხალხის გვერდით ჩაიარა, ისმოდა შეძახილები „ბრავო!“ და „სირცხვილია!“.
გარდა ამისა, აქციის დროს შავებში ჩაცმულმა მცხოვრებლებმა ხალხში ცარიელი სკამი დადგეს, რაც დაზარალებულებთან პრემიერის უშუალო კომუნიკაციის არარსებობას ასახავდა. ცარიელ სკამზე დემონსტრანტებმა დადეს ფურცელი წარწერით: „ლეკორნიუ და მთელი მისი კომპანია?“.
დაზარალებულებმა ასევე გამოხატეს იმედგაცრუება იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და მისთვის კითხვების დასმა ვერ შეძლეს. ჟირონდის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტ ლეჟე-კაპ-ფერეს მერმა, ფილიპ დე გონვილმა, მთავრობას მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად დაეხმარონ საცხოვრებლისა და ქონების გარეშე დარჩენილ ადამიანებს.
