გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას ლადო გრიგალაშვილმა განაცხადა, რომ მან მოკლა ანა ნაცვლიშვილი, – ამის შესახებ თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა ლაშა ტუხაშვილმა განაცხადა.
„მე დავკითხე ამჟამად უკვე ბრალდებული ლადო გროგალაშვილი და მან დაკითხვისას დაადასტურა, რომ უშუალოდ მან მოკლა ანა ნაცვლიშვილი. ასევე მოყვა თუ როგორ მოიცილა დანაშაულის იარაღი, სისხლიანი დანა”, – განაცხადა გამომძიებელმა.
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.
კომენტარები