ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოჭიდავეების მიერ, ცხინვალის ციხიდან მაია ოთინაშვილის გათავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილის შესახებ წერს.
“მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ჭიდაობის ფედერაციის საქმიანობასთან დაკავშირებით და საერთოდ, როგორ უნდა ვაქციოთ ის ძლიერ ძალად ჩვენი სამშობლოსთვის…. უპირველესად მინდა გეგას ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს მადლობა იმისათვის, რომ დატყვევებული დედა ცხინვალის ციხიდან ოჯახს და შვილებს დაუბრუნა! გეგა არის პირველი, ამიტომ დავიწყე მისით. ის არის თავი დღეს გახლეჩილი მოჭიდავეთა ოჯახის! ასევე ,ეროვნული ნაკრებების პატრონი ,რომელსაც უამრავი საზრუნავი და ტვირთი ადევს! ამიტომ მას ყველა, ვისაც სამშობლო უყვარს, გვერდში უნდა დაუდგეს!!
არა მხოლოდ ტაშით! საზოგადოება, ჟურნალისტები, მთელი მასმედია რადგან კარგ საქმეს კარგი აღნიშვნა სჭირდება ! იმიტომ რომ მეტმა ადამიანმა დაინახოს, რომ მისი მომავალი ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს და ასევე სახელმწიფოს იმედია! ყველა მოჭიდავე ძველი თუ მოქმედი ერთნი უნდა ვიყოთ!!
ყველა პირადი წყენა გადავდოთ და ერთ ძალად ვაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დიდება! მიუხედავად ჩემი წარსულში დაპირისპირებისა (სამწუხაროდ ძალიან დიდ ტკივილად მრჩება)მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მე ვდგამ ნაბიჯს ერთიანობისკენ! რადგან უამრავ სასიკეთო საქმეს უდგას სათავეში დღეს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია და მისი ხელმძღვანელი! ამიტომაც ვეცადოთ ყველა დავეხმაროთ მას!! ბოლოს მინდა პირადად გეგას და ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე (უნგრეთი) ურიცხვი გამარჯვება ვუსურვო!
დავიწყოთ ახალი ისტორია, რომელიც გააერთიანებს ყველა სამშობლოსთვის მებრძოლ ადამიანს!
ვიყოთ კირიტიკულებიც მაგრამ სამართლიანი!
კიდევ ერთხელ მადლობა რომ გვაგრძნობინეთ მოჭიდავეების ერთიან ძალას რა შეუძლია საქართველოსთვის (ყველა მიმართულებით თუნდაც კონფლიქტის ზონაში) !!! ცნობილია მოჭიდავები მსოფლიოში ყველაზე გამორჩეულები არიან ძმობითა და ურთიერთ გატანით! ეს გრძნობა ერთად დავაბრუნოთ საქართველოშიც”-წერს კურტანიძე.