ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის უმცროსი ვაჟი, ბესო ხარძიანი მამის მკვლელობის საქმის სპეკულირებაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ამ საქმეს არ სჭირდება მათი დაცვა.
“ბესო ხარძიანის საქმეს და სიმართლეს არ სჭირდება არავის დაცვა, მითუმეტეს იმ პოლიტიკური გუნდის, რომლებმაც თავის დროზე პირში ჩააყარეს წამალი და შემდეგ 8 წელი მიუსაჯეს უსამართლოდ.
სამწუხარო და გამაღიზიანებელია, როდესაც “ხარძიანის საქმეს” იყენებენ თავიანთი პოლიტიკური მომავლისთვის, რომელიც მათ აღარ ექნებათ ამ ქვეყანაში და არც არავის, ვინც გამწარებული ოჯახების საქმეებს გამოიყენებს მსგავსი ნიშნით, რაც დღეს გრიგოლ ვაშაძემ იკადრა წინასაარჩევნოდ ქუთაისში!”– წერს ბესო ხარძიანი ფეისბუქში.
კომენტარები