ფრანგული მედია ნიცაში თავდასხმის მონაწილე ტერორისტის სახელს და გვარს ასაჯაროებს. იგი წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის მუჰამედ ლახუაიეჯ ბუხლელია, რომელიც თავდასხმის დროს პოლიციამ მოკლა. ამის შესახებ გამოცემა Nice Matin-ი იუწყება.
შეგახსენებთ, რომ ტერორისტული თავდასხმა ნიცაში ხუთშაბათს საღამოს მოხდა. ტერორისტი სატვირთო ავტომანქანით სანაპიროზე შეიჭრა და იქ მყოფ ხალხს გადაუარა. გარდა ამისა, მან შეკრებილი ადამიანების მისამართით ისროლა. თავდასხმის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა.
კომენტარები