საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს ყირიმში დატრიალებული ტრაგედიის გამო უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უკრაინაში, კერძოდ კი, ყირიმში, პოლიტექნიკურ კოლეჯში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. ამ განსაცდელის ჟამს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს“,– ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში სროლისა და აფეთქების შედეგად 21 ადამიანია დაღუპული.
კომენტარები