საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 24-დან 29 გრადუსამდე იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექიანი ამინდი 2 სექტემბერსაც გაგრძელდება, ცალკეულ რაიონებში კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. შესაძლებელია ქარის გაძლიერებაც. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
3 სექტემბრიდან ამინდი გაუმჯობესდება, გამოიდარებს და ტემპერატურაც რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.
კომენტარები
