პარტია “ევროპული საქართველო”-ს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას პროგნოზით, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური აუცილებლად გაიმართება, რომელშიც გადავლენ დავით ბაქრაძე და სალომე ზურაბიშვილი. ამ საკითხზე მან გადაცემა “რეაქციის” ეთერში ჩართვისას ისაუბრა.
გიგი უგულავამ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეზეც ისაუბრა და ის ფილმ “მიმინო”-ს პერსონაჟ ნუგზარს შეადარა, რომელსაც მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტად არ აირჩევს.
უგულავამ ასევე მინიშნება გააკეთა ვაშაძის ბიოგრაფიაზე და განაცხადა, რომ არ სურს ვაშაძეს ბიოგრაფიაში აღმოაჩნდეს ის შავი ხვრელები, რაც მათ არ იციან.
“გრიგოლ ვაშაძე მისი ნატურით არის ფილმ მიმინოს პერსონაჟი “ნუგზარი” აი ასეთი პერსონაჟია, და საქართველოს საზოგადოებას ასეთი პრეზიდენტი არ უნდა. არ მინდა, პრეზიდენტს ბიოგრაფიაში აღმოაჩნდეს ის შავი ხვრელები, რომლებიც დღეს ჩვენ არ ვიცით” – განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ ერთადერთი კანდიდატი, რომლის ბიოგრაფიაც საზოგადოებამ კარგად იცის, ეს არის დავით ბაქრაძე.