მარიინსკის თეატრის პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე 48-ს შემოხაზავს. ამისთვის ნიორაძე სპეციალურად მონტე კარლოდან დაბრუნდა. ის მიიჩნევს, რომ სამშობლოს სიყვარულსა და პროდასავლურობას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ მისივე მოსაზრებით, ამის გასამყარებლად სალომე ზურაბიშვილი უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი.
” დღეს დავბრუნდი მონტე კარლოდან!
მიმაჩია, რომ ეს ჩემი ვალდებულებაა!
მიმაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაიმარჯვოს!
მყარად ვარ დარწმუნებული, რომ სიმართლეს, სამშობლოს სიყვარულს, პროდასავლურობას, ღირსებას ალტერნატივა არ აქვს!
კიდევ უფრო მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ყველაფერს ტყუილი, სიძულვილის ენა, ცილისწამება, ფსევდოპატრიოტიზმი, შეურაცხყოფა და მათზე დამყარებული კამპანია ვეღარასდროს დაამარცხებს!
ჩამოვედი იმიტომ, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს დავუჭირო და ჩემი ხმაც არ დაიკარგოს!
მივალ და შემოვხაზავ 48-ს!!!” – წერს ნიორაძე.