“ექსკლუზივ ნიუსს” სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირზე #13-თან ახლოს, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი და ასევეა ერთი დაჭრილი.
“ექსკლუზივ ნიუსი” ინფორმაციის გადამოწმებას შეეცდა და გავარკვიეთ:
შსს-ში მომხდარი დანაშაული დაგვიდასტურეს:
“მკვლელობის ფაქტს ვადასტურებთ, დანაშაულის ჩამდენი პირი, ცხელ კვალზეა დაკავებული. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც გამზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.”, – ნათქვამია შსს განცხადებაში.
კომენტარები