გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერის, პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, “გაერთიანებული ოპოზიცია” არ აპირებს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას.
“ჯერ უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს იმიტომ, რომ ძალიან უხერხული იქნება, რომ 5 საათიდან ხმა ასეთმა რაოდენობამ მისცა ათიათასებმა და ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ შედეგებზე? რაც შეეხება დაუმორჩილებლობას, მე ზოგადად ფრთხილი ვარ და ვღელავ ასეთი რაღაცის მიმართ და მგონია, რომ ქვეყანა რაღაცეებს ვერ გადაიტანს, თუმცა იმ ნაწილში, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა საშუალება თავისუფლად გაეკეთებინა არჩევანი, რა თქმა უნდა ვეთანხმები, რაც შეეხება დაუმორჩილებლობას, არ მგონია რომ “გაერთიანებულმა ოპოზიციამ” ამის გადაწყვეტილება მიიღოს”, – განუცხადა “პალიტრავიდეოს” თაკო ჩარკვიანმა.
კომენტარები