ის ფაქტი, რომ არჩევნების დასრულებისთანავე მიხეილ სააკაშვილი ასეთ განცხადებებს აკეთებს, გვიქმნის წარმოდგენას იმაზე, რას გეგმავდა ის ალბათ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვამბობდი და დღესაც გამოვრიცხავ ყველანაირ დესტაბილიზაციასა და მასშტაბურ აქციებს იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ იმ 780 000 ამომრჩევლიდან რევოლუციური პროცესებისთვის ქუჩაში გამომსვლელი შეიძლება 780 კაცი არ იყოს. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველშიც კი რევოლუციური სცენარის მომხრე ძალიან ცოტაა, იმდენად ცოტა, რომ ამ სცენარს პერსპექტივა და განვითარება არ უწერია. ის ფაქტი, რომ არჩევნების დასრულებისთანავე სააკაშვილი ასეთ განცხადებებს აკეთებს, გვიქმნის წარმოდგენას იმაზე, რას გეგმავდა ის ალბათ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში“, – განაცხადა ლაგაზიძემ.