საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ახალ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უდასტურებს.
„საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან ერთი თვის შემდეგ დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად იქნა არჩეული. საფრანგეთი მას გულწრფელად ულოცავს და უსურვებს სრულ წარმატებას მისი მოვალეობების შესრულებისას. საფრანგეთი მზად არის იმუშაოს ქალბატონ ზურაბიშვილთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები. ახალ პრეზიდენტს შეუძლია ჩვენი მტკიცე განწყობის იმედი ჰქონდეს, რომ ვიმოქმედებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა. 59, 52 პროცენტით დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.