“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე გაერთიანებულ ოპოზიციას ქუჩაში ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. გოცირიძე სრულად იზიარებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას დაუმორჩილებლობის გამოცხადების შესახებ.
“ფილარმონიაში მიყვარს მისვლა მაშინ, კარგ კონცერტზე როცა მივდივარ, მაგრამ როცა ქვეყანა რუს ოლიგარქს მიაქვს ხურდაში, ფილარმონია არ ვიცი მე. მე ვიცი დაუმორჩილებლობა, მე ვიცი ბრძოლა დიქტატურის წინააღმდეგ, მე ვიცი ჩემი თავისუფლება და მე ვიცი მიხეილ სააკაშვილი, რომლის პარტიისა და იდეოლოგიის მხარდამჭერიც ვარ! ველოდები დღეს ექვს საათზე ფილარმონიაში გაცხადებულ გეგმას ოლიგაქრის წინააღმდეგ , დღეს ველოდები ბრძოლის გაგრძელებას ხვალვე და არა 2020 წლის საპარლამენტოსთვის მზადებას, რომელსაც 100%-ით წაიღებს”, – წერს სოციალურ ქსელში მეგი გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დღეს მხარდამჭერებს ფილარმონიაში შეხვდება და არჩევნებში დამარცხების შემდეგ საკუთარ გეგმებს გააცნობს.