ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას უფლებამოსილების ვადა ეწურება.
ამ ეტაპზე უცნობია, იბრძოლებს თუ არა ამავე თანამდებობაზე თამარ ჟვანია მეორე ვადით დარჩენისთვის. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ის მხოლოდ საარჩევნო პროცესითაა დაკავებული.
„საერთოდ არ ვფიქრობ ჩემს ვადაზე, ვიდრე საარჩევნო პროცესი არ დასრულდება. ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ახლა არჩევნების პროცესის კარგად დასრულებაა“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისათვის, მოქმედი კანონმდებლობით, ახალი კანდიდატურები საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობას საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეშვიდე დღისა უნდა წარუდგინოს.
სავარაუდოდ, ცენტრალური საარჩევნო კომიისის თავმჯდომარის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ დაასახელებს.
ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას უფლებამოსილების ვადა ეწურება
2018/11/29 14:08:20
ნანახია: 843 ჯერ