საქართველოს პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი თავის პირველ ვიზიტს ევროპის ქვეყნებში გეგმავს, – ამის შესახებ ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დღეს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის ეწვევა ბრიუსელს, ბერლინს, ასევე პარიზს.
„არავისთვის იქნება გასაკვირი, რომ ჩემი პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში, კერძოდ, ბრიუსელი, ბერლინი, პარიზი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ქვეყანა, რომლის ქალმა პრეზიდენტმა პირველმა მომილოცა გაპრეზიდენტება გუშინ ღამით“, – განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
.
კომენტარები