მინდა ვუთხრა ხალხს, ახლა არ არის გლოვის და თავზე ნაცრის დაყრის დრო, ახლა არის ორგანიზების და ბრძოლის გაგრძელების დრო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფიესბუქჩართვისას” განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს ფილარმონიაში მისვლისკენ მოუწოდა.
„ექვს საათზე, თბილისის დროით, ვიკრიბებით ფილარმონიაში. მინდა ვუთხრა ხალხს, ახლა არ არის გლოვის და თავზე ნაცრის დაყრის დრო. ახლა არის ორგანიზების და ბრძოლის გაგრძელების და უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დრო. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს, ასე, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არამხოლოდ ხელების ჩამოშვების დრო არ არის, დგება გადამწყვეტი პერიოდი. ექვს საათზე ფილარმონიაში გაერთიანებული ოპოზიცია იმსჯელებს, მეც შემოგიერთდებით სკაიპით, ჯერჯერობით და ზუსტად გავწეროთ ყველამ ერთად, მოვიფიქროთ, სად მივდივართ შემდეგ ეტაპზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი – ახლა არ არის გლოვის და თავზე ნაცრის დაყრის დრო
2018/11/29 17:15:55
ნანახია: 737 ჯერ