გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას, – ამის შესახებ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისადმი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი.
„მსურს საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად მოგილოცოთ საქართველოს მეთაურის პოსტზე არჩევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმ საარჩევნო პროცესის შედეგად, რომელმაც ქართველი ხალხის დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება აჩვენა. გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას.
ამ შემთხვევით ვსარგებლობ, რათა ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხსა და ხანგრძლივობას, რაც თქვენთვის ასე ძვირფასია და რასაც თქვენ ასე უწყობდით ხელს, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება.
გარწმუნებთ, რომ საფრანგეთი მტკიცედ განწყობილია განაგრძოს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიმედოვნებ შეგხვდებით ჩვენი მომავალი კავშირების გასაძლიერებლად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი პატივისცემა, ქალბატონო პრეზიდენტო“, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის წერილში.