სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ულოცავს.
„ბოლო წლებში ბელარუსულ-ქართული ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიდა. ამ ურთიერთობების მყარ ფუნდამენტს ბელარუსისა და საქართველოს ერების ურთიერთნდობა და ისტორიული მეგობრობა წარმოადგენს”, – ნათქვამია ალექსანდრ ლუკაშენკოს მილოცვაში.
ბელარუსის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს ყველა ჩანაფიქრისა და წამოწყების განხორციელება უსურვა.
კომენტარები