ევროპელ დიპლომატსა და საბჭოთა დიპლომატს შორის არჩევანი იყო – ამის შესახებ საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ეს ასევე იყო არჩევანი წარსულს, სააკაშვილს, რომლის რეჟიმი სასტიკი იყო ხალხთან მიმართებაში და “ქართულ ოცნებას” შორის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უძღვის. საზოგადოებაში ბევრი იმედგაცრუებაა, თუმცა სტაბილურობის ექვსი წელი არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება. ვინაიდან სტაბილურობის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ევროპის ნაწილი გავხდეთ, რაც ქართველების 80%-ზე მეტს სურს.
ჩვენ გაერთიანება გვჭირდება ამ ხისტი კამპანიის მერე. ძალიან ბევრი „ფეიკ-ნიუსი” იყო. ეს საბჭოური სტილის “ფეიკ-ნიუსი” იყო. მე КГБ-ს აგენტსაც კი მეძახდნენ, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, თუმცა შემდეგ უეცრად აღმოვაჩინე, რომ იყო ხალხი, ვისაც ამის სჯეროდა. თუმცა, ყველაფერი ეს წარსულში უნდა დავტოვოთ, უნდა დავწყნარდეთ და გაერთიანების პროცესი დაიწყოს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.