საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დღეს შეხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა 16:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში შედგება.
შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა გასულ კვირას მზადყოფნა გამოთქვა დაიწყოს თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე.
კომენტარები