„ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ არავის არ უნდა მივცეთ ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის საშუალება. გვექნება, კომუნიკაცია, თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან და მათთან ერთად გავერკვევით ყველაფერში”,– ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში უკრაინის მოქალაქეების დაკავებას.
„ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს აქვს რაიმე განზრახვა ჩვენს ქვეყანაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, ამას გაეცემა შესაბამისი პასუხი, რა თქმა უნდა, კანონიდან გამომდინარე და კანონის ფარგლებში. ამას დააზუსტებს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო“,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საკითხით დაინტერესდება პარლამენტი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პასუხისმგებელი ინფორმაციის მოწოდებაზე ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამით დავინტერესდებით ჩვენც. ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ არავის არ უნდა მივცეთ ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის საშუალება. გვექნება, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან და მათთან ერთად გავერკვევით ყველაფერში”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.