„ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა უთხრა „ნაციონალებს“ უარი და კეთილი ინებონ და შეეგუონ ქართველი ხალხის ამ დემოკრატიულ გადაწყვეტილებას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა სოფო კილაძემ ვადამდელი არჩევნების შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა.
„რასაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, არის უბრალოდ მათი გააქტიურების და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ყოფნის სურვილი, რათა ხალხს შეახსენონ, რომ ისინი რაღაცას აკეთებენ. ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა უთხრა „ნაციონალებს“ უარი და კეთილი ინებონ და შეეგუონ ამ დემოკრატიულ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხისას. არჩევნების დანიშვნის საკითხს არ განვიხილავთ. ჩვენ ვნახეთ, ხალხის რა ოდენობის გამომყვანები არიან და რამდენი ადამიანი უჭერთ მხარს. მათ რაღაც მასკარადი გამართეს, რომელსაც საზოგადოების დიდ ნაწილში არ აქვს მხარდაჭერა. ჩვენ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც ვართ, საზოგადოებამ აგვირჩია. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ქაოსის შექმნას”, – განაცხადაკილაძემ.