საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უცხოური დელეგაციებიც იქნება მოწვეული, – ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია, ვინ დაესწრება“, – აღნიშნა არჩეულმა პრეზიდენტმა.
ამასთან, მისი თქმით, ინაუგურაციას დაესწრება მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ინაუგურაციის ცერემონიის დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს.
კომენტარები