უფლებადამცველი დაჩი ცაგურია სოციალური ქსელის საშუალებით პრემიერ მამუკა ბახტაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას სიცრუეს უწოდებს.
“მორიგი სიბინძურე წამოიწყეს მამუკა ბახტაძის წინააღმდეგ რომ დედას უჩივის და მამა არ უყვარს თურმე. ფუ რა სამარცხვინოდ იქცევიან ეს ჭორებზე აყოლილი დაბოღმილი ჭორიკნები. ადამიანებს მიაყენო შეურაცხყოფა საჯაროდ და მერე გააგრძელო სახლში კატლეტის ჭამა ადვილია ხომ? თქვე ნაძირლებო, შეიძლება აკრიტიკოთ მისი გადაწყვეტილებები, რამე არ მოგწონდეთ ან მოგწონდეთ მაგრამ ადგე და მის ოჯახს, დედას, მამას მიაყენო წარმოუდგე, მიაყენო შეურაცხყოფა და დააბრალო რომ დედას და მამას უჩივის თურმე, არის ამორალური და არაადამიანური საქცილი. თუ ვინმეს ასეთი პირადი პრეტენზიები გაქვთ და რამის გარკვევა გინდათ დამიკავშირდით და კლავიატურაზე კი ნუ კაცობთ, თვალებში შეგვიძლი ერთმანეთს ვუყუროთ და ისე იკაცეთ.
კიდევ ვამბობ მისი ნაკეთები საქმე აკრიტიკეთ რამდენიც გინდათ მაგრამ დედას და მამას დააბრალო ათასი სიბინძურე არის არაკაცობა!”-წერს დაჩი ცაგურია.