დაახლოებით 600 000 მოქალაქე 2019 წელს შეძლებს შეხვდეს ვალების გარეშე და არ იქნება დარეგისტრირებული ე.წ. შავ სიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ოპონენტებისგან იყო მცდელობა ამ ინიციატივისთვის ჩრდილი მიეყენებინათ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.
„საქართველოში მკვიდრდება სამართლიანი თამაშის წესები და ამის ერთ-ერთი გამოხატულება არის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა. ჭარბვალიანობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მტკივნეული გამოწვევა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი რომელსაც გადავდგამთ, არის ის, რომ დაახლოებით 600 000 მოქალაქე 2019 წელს შეძლებს შეხვდეს ვალების გარეშე და არ იყოს დარეგისტრირებული ე.წ. შავ სიაში. ჩვენი ოპონენტებისგან იყო მცდელობა ამ ინიციატივისთვის ჩრდილის მიყენების. ბუნებრივია, ეს მათ არ გამოუვიდათ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ პრობლემების მოგვარებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ მოგვარების წესებსა და თარიღებზე“, – განაცხადა ბახტაძემ.