ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადასტურებს. ჩვენც ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის გუნდის წევრმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ის რაც ვიცით, სომხეთის პრეზიდენტი ჩამოდის, ბალტიის ქვეყნების სეიმების, პარლამენტების თავმჯდომარეები ჩამოდიან. ისრაელიდან იქნება წარმომადგენლობითი დელეგაცია, როგორც ისრაელის პარლამენტის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, ისრაელში პრემიერ-მინისტრს აქვს შეთავსებული საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი. ასევე, იქნებიან საუდის არაბეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდანაც. ისევე, როგორც, იქნება აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე”,– განაცხადა ჟვანიამ
კომენტარები