უამინდობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აერპორტიდან კიევისა და სტამბულის მიმართულებით ფრენები გადაიდო.
მგზავრებმა რეგისტრაცია გაიარეს და თვითმფრინავებშიც ჩასხდნენ, თუმცა გამოუცხადეს, რომ რეისები ვერ შესრულდებოდა.
აეროპორტში რეისების გადადების მიზეზად ძლიერს ქარს ასახელებენ და ამბობენ, რომ რეისები ხვალ შესრულდება. მგზავრთა ნაწილი უკვე სასტუმროებში გადაჰყავთ.
კომენტარები