ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ეხლა მოგიყვებით ისტორიას რომელსაც დღეს შევესწარი .
თბილისის მერია / Tbilisi City Hall საახალწლოდ ალამაზებს ქუჩებს . მე როცა დრო მაქვს ვცდილობ გადავიღო .
საღამოს წავედი ჩემი მეგობრის Mziko Kalandadze სანახავად ☀️
რესპუბლიკის მოედანზე აწყობენ ნაძვის ხეს .
იქვე მოვიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები და თითოელი იქ მყოფი ცდილობდა რაღაცით გაებედნიერებია ისინი 🙏 ❤️
ამ დროს მოვიდა თბილისის მერი კახი კალაძე .
კახი ესაუბრა ბავშვებს , შემდეგ საჭმელი შეუკვეთა მათთვის და თანამშრომლებისთვის და იქვე მათთან ერთად მიირთვა .
ამ ისტორიაში არაფერია განსაკუთრებული გარდა დამოკიდებულებისა . ბევრი გაიფიქრებს აბა რა უნდა ექნაო ?! მაგრამ ბევრ ფაქტს შევსწრებივარ როცა არ გაუკეთებიათ , არც უფიქრიათ , არც შეუხედავთ ზედ არანაკლები თანხის თუ თანამდებობის მქონე ადამიანებს .
ვინც მიცნობთ იცით ჩემი დამოკიდებულება ქუჩაში მცხოვრებ ბავშვების მიმართ . ეს ფაქტი ძალიან მომხვდა გულზე და გამიხარდა .
მეგობრობა გადაგვარჩენს , გვერდში დგომა , გაგება და სწორი ადამიანური დამოკიდებულება .
რაც მთავარია თითოეულ იქ მომუშავე ადამიანს მადლობა ნიკოლოზობას ესეთი დადებითი იმპულსები რომ მაჩუქეთ .
ბევრს აქვს თანამდებობა მაგრამ გული ?
ბევრს აქვს ფული მაგრამ გული ?
ბევრს აქვს გული მაგრამ სიკეთის კეთების უნარი ?
ასე რომ გვიყვარდეს ერთმანეთი .
იმედია გადმოვეცი ჩემი ემოცია სიტყვებით ან ფოტოებით” – წერს ჭელიძე.