სპორტსმენებმა ერთი დღით სანტა კლაუსის როლი მოირგეს.
ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ლადო ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა კალათბურთელ ნიკა დარბაიძესთან ერთად გორში სკოლების მოსწავლეებს ახალი წელი მიულოცეს და ტკბილეულით დაასაჩუქრეს.
იდეის მიზანი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. მათ სხვა სპორტსმენებს მოუწოდეს იდეა გაიზიარონ და პატარები ყველა რეგიონში გაახარონ.
კომენტარები