ყველამ მოუაროს თავიანთ მამიდებს და ნუ ერევიან სხვისი პარტიის საქმეში, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი “რესპუბლიკური პარტიის” მოთხოვნას, თამაზ მეჭიაური პარტიიდან, ხოლო გოგი თოფაძე ფრაქციიდან გარიცხვის შესახებ.
“გუშინ მოვისმინე ფრაზა “ყველამ თავის მამიდას მოუაროსო” და ისე გავმხიარულდი ეს რომ მოვისმინე, მეტი რომ არ შეიძლება. მამიდაჩემს ჰქვია ძალიან მაგარი საყვარელი სახელი დოლი ჯაჭვლიანი – უპატიოსნესი ქალია, ძალიან მაგარი ქალია. ამიტომ ყველამ დაასახელოს თავისი მამიდის სახელები და გვარები, მოუარონ თავიანთს მამიდებს და ნუ ერევიან სხვისი პარტიის საქმეში”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.
კომენტარები