ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საქართველოში საპენსიო რეფორმის მიმდინარეობით კმაყოფილია.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რეფორმის მთავარი გამოწვევაა, თუ როდის და რა სახით დაიწყებს საპენსიო ფონდი საინვესტიციო საქმიანობას.
ამასთან, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, საპენსიო რეფორმის ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ ორ თვეში გამართული ინსტიტუტი ჩამოაყალიბა.
„ვფიქრობ, საპენსიო რეფორმა კარგად დაიწყო. არის აზრთა სხვადასხვაობა, რომ თითქოს ბიზნესი საკმარისად ინფორმირებული არ იყო. შესაძლოა, ამას ლეგიტიმური საფუძველიც აქვს. ზოგ შემთხვევაში, ბუღალტრები იყვნენ დაბნეულები, თუმცა საკმაოდ გვიან მოხდა სააგენტოს ფორმირება და მისმა ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ შეუძლებელი შეძლო. ნოემბერში, სააგენტო ფიზიკურად არ არსებობდა და ორ თვეში ვნახე გამართული ინსტიტუტი, როგორც ტექნოლოგიურად, ისე პროცესებით. მთავარი გამოწვევა მაინც იმ მიმართულებით დარჩება, თუ როდის და რა სახით დაიწყებს საპენსიო ფონდი საინვესტიციო საქმიანობას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.
ივანე მაჭავარიანი – საპენსიო რეფორმა კარგად დაიწყო
2019/01/29 16:17:35

კომენტარები
ნანახია: 1181 ჯერ