“მთელი ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში ერთხელ არ გამოსულა ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. არასოდეს გვიხმარია ეს მეთოდი, რადგან ეს არის ჩემი ფუნდამენტური შეხედულება, რომ პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ “ფეისბუქ”- გვერდზე გავრცელებულ ვიდეო ჩართვაში ამბობს.
“ჩემი პრეზიდენტობისას, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ და მეტჯერ, ხოლო ივანიშვილის 6 წლის განმავლობაში – შემცირდა. ოროსნებისთვის ვიმეორებ, ესეთებიც გვისმენენ და სისულელეებს ბეჭდავენ, რომ ჩემ დროს 4-ჯერ და მეტჯერ გაიზარდა, ხოლო ივანიშვილის დროს – შემცირდა”, – აღნიშნავს სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელი დაჩი ცაგურია გამოეხმაურა:
“მორიგი სიცრუე!
არაერთხელ ჩემი დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებებში ცალკეულ პოლიტიკოსებზე მეუბნებოდნენ: (უკაცრავად და) “ეგაა ბოზი”, “ის ესე შვება”, “გინდა განახოთ ჩანაწერი?”, “მაგას რომ ესალმები როგორ კოცნი” და ა.შ…
რაც ყველაზე მთვარია, ეტყობა დაავიწყდა 22 ათასივე ჩანაწერი მისი ბრძანებით რომ გააკეთეს”, – წერს ცაგურია “ფეისბუქის” პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ.