ტელეკომპანია ”რ2” – ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უნივერსიტეტის დაარსებას გეგმავს, ოღონდ მას შემდეგ რაც არსებულ თანამდებობას დოტოვებს. ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
”გადავწყვიტე: რ2ში რომ აღარ ვიქნები (არ მკითხოთ ახლა როდის. როცა იქნება, ხო აღარ ვიქნები), სიამოვნებით გავაკეთებ საქართველოში პირველ კარგ უნივერსიტეტს. მაღალი დასავლური კლასის, რო გაგისწორდება იქ სწავლა, მაღალი კლასის ცოდნას მიიღებ და აუცილებლად დასაქმდები. მოკლედ, პირველ ხარისხის ნიშანს შევქმნი ქართულ საუნივერსიტეტო განათლებაში. პირველს, იმიტომ რომ ჩემი აზრით მაღალი კლასის უნივერსიტეტი საქართველოში არ არსებობს.
მოკლედ, ასე გადავწყვიტე და ინვესტორებს უნდა დავაკვირდე ერთი”, – წერს ნიკა გავრამია
კომენტარები