დეპუტატი ემზარ კვიციანი ოჯახების შექმნის მიზნით მის მიერ დაარსებულ ორგანიზაციაზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გაირკვა, დემოგრაფიულ ცენტრში თანხა უკვე ჩაირიცხა.
“მისაბაძი მაგალითი. ჩემს მიერ ინიციერებულ დემოგრაფიულ ცენტრში დღეს ჩაირიცხა პირველი თანხები.
500 ლარი ჩარიცხა პარლამენტარმა ბატონმა თამაზ ნავერიანმა. მადლობა მას. ჩემს მიერ 43 ლარია ჩარიცხული და პირველი მარტიდან ყოველთვიურად ხელფასის 2 პროცენტი ავტომატურ რეჟიმში ჩაირიცხება ამ ცენტრში.ცენტრის მიზანია ახალდაქორწინებული ოჯახებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება,”- წერს კვიციანი.
კომენტარები