უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ორივე ქვეყანაში „აიდი“ (ID) ბარათებით გამგზავრებას დღეიდან შეძლებენ.
მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ყოფნა ყველწლიურად 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ. უკრაინამ და საქართველომ ორივე ქვეყანაში „აიდი“ ბარათებით შესვლის შესახებ შეთანხმება გასული წლის ოქტომბერში გააფორმეს.
“2019 წლის 1 მარტს ძალაში შედის უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის განახლებული შეთანხმება სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ. არსებულ უვიზო რეჟიმთან ერთად, დამატებით ამოქმედდება ID ბარათების ფორმის შიდა პასპორტების საფუძველზე ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის დებულება“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ყოფნა ყოველწლიურად 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.