ზესტაფონში, შროშასთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილის მანევრმა გამოიწვია, რომელიც გასწრებას ცდილობდა.
შს საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები