„დღეს არის შენდობის დღე. შემინდეთ და მომიტევეთ და რაც მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის დღეს, ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა.
წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.
კომენტარები