“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გრძელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ მცხეთა-მთიანეთში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წარდგენა 20:00 საათზე მცხეთაში ბებრის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგება.
“ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე წარადგინა იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში.
კომენტარები