საქართველოს პრეზიდენტი, ქვემო ქართლის რეგიონში სტუმრობისას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
პრეზიდენტმა ახალი შენობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა, რომლისმეორე ეტაპის სამუშაოებიც 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება და მასში ბოლნისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული 3774 ექსპონატი განთავსდება. სალომე ზურაბიშვილი ბოლნისის სიონსაც ეწვია.
ტაძარში საქართველოს პრეზიდენტს ბოლნელმამთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა უმასპინძლა და ეკლესიის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოს პრეზიდენტმაბოლნისში გაისეირნა და ბოლნისის გერმანული უბანი დაათვალიერა.
კომენტარები