დაბა წყნეთში ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას საცხოვრებელი სახლი გაძარაცვეს. ჯერჯერობით უცნობია რისი წაღება მოახერხეს დამნაშავეებმა და დააკავეს თუ არა ისინი. მომხდარ ფაქტთანდ დაკავშირებით, ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
„თქვენს კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება. ჩემი პირადი საკითხია და ამიტომ ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, რომ ჩემს პირად საკითხზე არ გიპასუხოთ”,- განაცხადა ქობულიამ.
კომენტარები