კომპანია “თელასის” ცნობით გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 30 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 01 საათიდან 04 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის “ა”, I, II, III, IV, V, VI მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ავჭალის I სამხედრო დასახლების, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, ახმეტელის, გაგარინის, მამკოდის, ქერჩის, ტაბიძის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ხევძმარის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ილორის, ხიზამბარელის, სარაჯიშვილის, გმირ კურსანტთა, წყალსადენის, გელა ჭედიას, მონასტრის და ზარზმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.