საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზვიდ გამსახურდიას 80 წის იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჩემთვის ზვიად გამსახურდია ზნეობრივი სისპეტაკის სიმბოლოა. მისი დიდი იდეა იყო კავკასიური სახლი. სწორედ ეს ვერ აპატია იმპერიამ. მას ებრძოდა ის ხალხი, ვინც დღეს საქართველო მიიტაცა, ის ხალხი, ვისთვისაც სამშობლოს სიყვარული სიგიჟეა, ხოლო იდეალიზმი ძალიან საშიში მოვლენა.
ჩვენ ვალდებული ვართ წინ აღვუდგეთ ბოროტებას და გამარჯვებამდე მივიყვანოთ ზვიად გამსახურდიას ბრძოლა.
მივესალმები დღეს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ღონისძიებაზე ზვიად გამსახურდიას ღირსეული შვილის და მისი საქმის გამგრძელებლის ცოტნე გამსახურდიას დასწრებას“, წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი .
შეგახსენებთ, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სირცხვილია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობა გამოძიებული არ არის. ივანიშვილი ყველას დაპირდა, რომ გამსახურდიას მკვლელობის გამოსაძიებლად ყველაფერს გააკეთებდა.