ოზურგეთში, რესტორან „არგოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაპირისპირების შედეგად, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ „მედალფაშია“ გადაყვანილი.
„70 წლამდე მამაკაცი გულ-მკერდის არეში ტკივილს უჩივის. იგი მოთავსებულია მიმღებ განყოფილებაში და უტარდება შესაბამისი კვლევები და მკურნალობა“, – აცხადებს „მედალფას“ დირექტორი დავით მდინარაძე.
კომენტარები